ახალი ამბები

ქართული ღვინის ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში გადის

ღვინის ექსპორტი გაიზარდა. მიუხედავად საექსპორტო ბაზრებზე არასტაბილურობისა, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან $173 მლნ.

დოლარის ღვინო გავიდა, 3.9%-ით მეტი ვიდრე შარშან. ჯამში 65.2 მლნ. ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული. მოცულობით გამოსახულებაში ზრდა 17%-ია.
დივერსიფიცირების მცდელობების მიუხედავად, რუსეთი შეუცვლელ ბაზრად რჩება.

რუსეთზე ქართული ღვინის ექსპორტის 63% მოდის. ამ ბაზარზე წელს ექსპორტი 15% არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის ცხრა თვეში რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტში მხოლოდ 56%-იანი წილი ეჭირა. გასული წლის იანვარ – სექტემბერში ამ ქვეყანაში 94.9 მლნ. დოლარის ღვინო იყო გასული, ჯამური ექსპორტი კი 166.7 მლნ. შეადგენდა. საექსპორტო ბაზრების ათეულში კი ცვლილებებია, მეორე ადგილზე დაწინაურდა პოლონეთი, მესამე ადგილზეა ჩინეთი.