ახალი ამბები

ლაგოდეხში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

ლაგოდეხში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა. დაკომპლექტებული 14 გუნდიდან, ტურნირის გამარჯვებული, ქალაქ ლაგოდეხის გუნდი ,,მამბა” გახდა.
გამარჯვებულები, საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ფეინთბოლის ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ის ლაგოდეხში პირველად ჩატარდა.