თელავში, მუზას ქანდაკების ხელახლა მონტაჟზე 35 000 ლარი დაიხარჯება
ქალაქ თელავის ცენტრში, ,,მუზას” ქანდაკების მონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ქანდაკების ხელახლა დადგმა მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. უწყებაში აცხადებენ, რომ მანამდე ლევან ანდრიაშვილს მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა.
,,მუზას ქანდაკების ხელახლა განსათავსებლად 35 000 ლარი დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყველა დეტალი შეთანხმებულია ავტორთან. ამას ითხოვდა მოსახლეობაც და მერის ინიციატივით ეს განხორციელდა. ქანდაკება ისევ ძველ ადგილას განთავსდა”,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
აღსანიშნავია, რომ ,,მუზას” ქანდაკების დაბრუნებას თელაველები თითქმის 10 წელია ითხოვდნენ. ქანდაკება თელავში xx საუკუნის 80-იან წლებში დაიდგა. ქალის ქანდაკებას, რომელსაც ვაზი ქონდა დახვეული და მტევნები ეკავა, ,,შენ ხარ ვენახი” დაარქვეს. ძეგლი 2012 წელს მოხსნეს და ე.წ. აჩინებულის ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის ეზოში გადაიტანეს.