საქონლის ხორცი გაძვირდა
„თუ ერთ კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი აქამდე 15 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 17-18 ლარია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ამირან კოჩალიძემ უთხრა.
მისი თქმით, ამის მიზეზი საქონლის საკვებზე ფასის ზრდა და დეფიციტია.
„თუ საქონლის ხორცის ჩასაბარებელი ფასი აქამდე 15 ლარი იყო, დღეს მისი ფასი 17-18 ლარია. ამის მიზეზი ნაწილობრივ დეფიციტი და საკვებ კომპონენტებზე ფასის ზრდაა. იმისათვის, რომ საქონლის საკვები დაამზადო უცხოეთიდან კომპონენტები უნდა შემოიტანო, რაც ძალიან გაძვირებულია. თუ ადრე სოიას შროტი 2 ლარი ღირდა მისი ფასი გაიზარდა გახდა სამი ლარი. ახლა ოდნავ დაკლებულია და 2,70 ღირს, თუმცა მაინც ძვირია.
რაც შეეხება ხორცის რეალიზაციას, კონდიციური ხორცი საკმაოდ მოთხოვნადია და რეალიზება არ უჭირს, თუმცა 90%-ი მაინც რესტორნებსა და სასტუმროებში რეალიზდება“, – აღნიშნა ამირან კოჩალიძემ.