ახალი ამბები

არასრულწლოვანზე ბულინგისა და ძალადობის შესაძლო შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სკოლაში

კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობა განხორციელდა..

მეორე კლასის მოსწავლის მშობლი ჰყვება, რომ მის შვილსა და ორ თანაკლასელს შორის კონფლიქტის დროს, ერთ- ერთმა კლასელმა მოზარდს ყელის არეში დაზიანება, მავთულით მიაყენა. დედის მტკიცებით, კლასის დამრიგებელი ისევ დაზარალებულ მოსწავლეს გაუსწორდა და სახეში სილა გაარტყა.

არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ რეაგირების ნაცვლად, მოსწავლეზე ზეწოლას ახლა უკვე დირექტორიც ახორციელებს და მისი წაქეზებით, კლასელები მოზარდს ვიდეოებს უღებენ.

სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მშობლის მიმართვის საფუძველზე, დაწეყებულია საქმის წარმოება და საკითხზე, რამდენიმე დღეში, დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.