,,თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასური 1,38 ლარს შეადგენს
,,თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური 1,38 ლარს შეადგენს. საფასური 23 თეთრით ივლისიდან გაიზარდა.
კომპანიის არასაყოფაცხოვრებო საცალო მომხმარებელი, 1მ3 ბუნებრივი გაზში, დღგ- ს ჩათვლით, 1.15 ლარის ნაცვლად, 1,38 ლარს გადაიხდის. კომპანიამ გადაწყვეტილება ფასების მკვეთრი ცვლილების გამო მიიღო.
“ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე”.
ჯერჯერობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2023 წლამდეა დადგენილი და 59 თეთრს შეადგენს.