სასტუმრო “ყვარლის ტბა”-გასულ წელთან შედარებით დატვირთულობა 30%-ით გაიზარდა
კახეთში მდებარე სასტუმრო “ყვარლის ტბას” 2022 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, გასულ წელთან შედარებით დატვირთულობა 30%-ით გაეზარდა.
როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, “ყვარლის ტბამ”, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს უმასპინძლა. ტურისტების აქტიურობა კი მაისიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება.
,,ვიზიტორებს გემრანიიდან, ლონდონიდან, ავსტრიიდან, ინდოეთიდან ვუმასპინძლეთ. მონაცემები გასულ წელს, რომ შევადაროთ, 2022-ში დატვირთულობა 30%-ით გაგვეზრდა”- ამბობენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის: სასტუმრო-კომპლექსი “ყვარლის ტბა” 2019 წელს გაიხსნა. ის 40 ნომერს აერთიანებს.