საქსტსტი- სექტემბერში საარსებო მინიმუმი 31 ლარით გაიზარდა
საარსებო მინიმუმი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და 247.3 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით, წლიურად კი 31 ლარით არის გაზრდილი.
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 40 თეტღით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 218.6 ლარის ნაცვლად, 219.1 ლარი გახდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 191.6 ლარს შეადგენდა.