ახალი ამბები

საქართველომ უცხოეთში $523 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე

საქსტატმა დღეს სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთში $523 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 149 მილიონი დოლარით მეტია.

ასევე გაზრდილია იმპორტიც, რამაც სექტემბერში 1.08 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 132 მილიონი დოლარით, ანუ 14%-ით მეტია.

იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 4.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია. იმპორტმა კი 9.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს წლიურად 34%-ით მეტია. რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი ინფორმაციას საქსტატი 19 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.