ახალი ამბები

რა დაგიჯდებათ ავტომობილის რეგისტრაცია და ახალი ნომრის აღება

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევიცალკეული მომსახურების საფასური იზრდება, პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება;

ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი გახდება; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად, 80 ლარი იქნება.