გიორგი ხანიშვილი: ღვინის სექტორი ნაბიჯ-ნაბიჯ სუბსიდირების საჭიროებიდან გამოვა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ რთველი ფაქტობრივად ფინალურ სტადიაზეა და წარმატებით სრულდება.
“ წინა წლებთან შედარებით სუბსიდიის მოცულობა 40-50 მლნ ლარით ნაკლები დაგვჭირდა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სახელმწიფო მუდმივად ცდილობს განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სუბსიდირება არ არის მაინც და მაინც კარგი.
წლევანდელმა წელმა დაადასტურა, რომ ის ზომები, რაც სახელმწიფომ გაატარა ეფექტურია და ყურძნის მოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩაიბარა კერძო სექტორმა.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვფიქრობ, მომავალ წლებში ჩვენი სწორი სტრატეგიის შედეგად, შევძლებთ გამოვიდეთ სუბსიდირების საკითხიდან და ჩვენი უძველესი ტრადიცია და უწყვეტი ისტორია მივაწოდოთ მსოფლიოს მივაწოდოთ წმინდა ბიზნეს საწყისებზე დაფუძნებული და არა სუბსიდირების საჭიროებაზე. ამ მხრივ კარგი სტარტი გვქონდა და 2017-18 წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩავატარეთ.
თუმცა 2019 წელს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ფერმერების, გადამმუშავაბელი სექტორის მოთხოვნები, იძულებული გავხდით ხელახლა დავიწყეთ ბიზნესზე ზრუნვა,” – ამბობს გიორგი ხანიშვილი.
მისივე თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ სუბსიდირების საჭიროებიდან სექტორი მაინც გამოვა და საქართველოს მთავრობას ამისთვის სწორი სტრატეგია აქვს.