ახალი ამბები

სიღნაღში ფიროსმანის ბიუსტი გაიხსნა

სიღნაღში ფიროსმანის ბიუსტი გაიხსნა.

ბიუსტი პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, ქანდაკების ავტორის გიორგი წულაძის შვილთან, ერეკლე წულაძესთან ერთად გახსნეს.

ფიროსმანის ბიუსტი სიღნაღის ბულვარს დაამშვენებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს ეს შესანიშნავი ბიუსტი ავტორმა გიორგი წულაძემ საჩუქრად გადასცა.

დღესვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფესტივალის “ფიროსმანია სიღნაღში” შემდგომი განვითარებისთვის თანამშრომლობას ითვალისწინებს.