ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება ევროკავშირის გზაზე
ჩვენ გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება მის ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, რეფორმების მცდელობები უნდა გაგრძელდეს.
“კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ასევე გვსურს საქართველოს წინსვლა და წარმატება მის ევროკავშირის გზაზე. რეფორმების მცდელობები უნდა გაგრძელდეს. ევროკომისია მზადაა ამ პროცესში დახმარებისთვის”, – წერს ფონ დერ ლაიენი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში შეხვდა.