რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 11 ოქტომბერს, 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
მათი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 11 ოქტომბერს, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ოქტომბერს, 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე, ჩანთლისყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, შილდა, წიწკაანთსერი, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, ზინობიაანი, თხილისწყარო.
ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.