ახალი ამბები

მძღოლი 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტი

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება.

კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.