სოფელ კარდენახში ღვინის ფესტივალი გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე სასტუმროში ,,ამპელო” ,,კარდანახის ღვინის ფესტივალზე 2022” გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალი იმართება ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში და სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოებისათვის საუკეთესო ადგილად მოიაზრება. ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა გასინჯოს და დააგემოვნოს ადგილობრივი მწარმოებლების
მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
,,ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ადგილების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა. უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა. ღონისძიება 8 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ: ყურძნის დაწურვაში, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში, ჩურჩხლის ამოვლებაში, კახური შოთის გამოცხობაში, მწვადის შეწვაში, სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში. ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალის მასპინძელი და ორგანიზატორია ღვინის კომპანია “კარდანახი 1888”.