გაიცანით გამომგონებელი დები ახმეტიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დები, მარიამ და ნინო სვიმონიშვილები ინოვაციების ცენტრს ახმეტაში ხშირად სტუმრობენ.
ახალგაზრდებმა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, მეგობრებთან ერთად ,, Agromachine” -ს პროტოტიპი შექმნეს, რომელიც ფერმერებს საქმის უკეთ გაკეთებაში დაეხმარება. მარიამ სვიმონიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გამოგონება ფერმერებს გაუმარტივებს მათთვის სასურველი ნიადაგის ანალიზის სწრაფად და ბიუჯეტურად ჩატარებას.
,,მე ვარ მარიამ სვიმონიშვილი 15 წლის. ვარ სკოლის მოსწავლე. ახმეტის ინოვაციების ცენტრში გავლილი მაქვს ანიმაციის და პროგრამირების , გრაფიკული დიზაინის, ARDUINO-ს Front-end დეველოპმენტის და სხვა ტრენინგები.
ასევე ვფლობ სხვადასხვა პროგრამულ ენებს: JavaScript, Python, C++ და სხვა. ახმეტის ინოვაციების ცენტრს ხშირად ვსტუმრობთ. აქ არის ბევრი ხელსაწყო, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეები დახვეწონ და განავითრონ, შექმნან ინოვაციური პროდუქტები, რაშიც მათ ხელს უწყობთ სხვადასხვა პროგრამირებადი დაფები, სენსორები და კომპიუტერული უზრუნველყოფა.
ასევე მე და ჩემი და ვიღებთ სხავადასხვა ჰაკათონებში მონაწილეობას, მე და ჩემმა დამ, რომელსაც ახმეტის ინოვაციების ცენტრში გავლილი აქვს ანიმაციის და პროგრამირების, ასევე გრაფიკული დიზაინის კურსები, ახმეტის პირველი საჯარო სკოლის სახელით მოვიპოვეთ გამარჯვება DigiEduHack ჰაკათონში სადაც ჩვენი იდეა წარმატებული გამოდგა.
ჩვენი იდეა. ,,Myrobot”, ეს იყო ჩეტბოტის პროტოტიპი, რომელიც ემსახურება სკოლის პრობლემების ერთ სივრცეში გადაჭრას. მაგალითად: ბავშვებისთვის სწავლის შეყვარება ჩვენს მიერ მომზადებული რესურსებით, იმის დადგენა თუ როგორი სიხშირით იყენებენ ისინი სწავლისთვის ამ რესურსებს და ბავშვებში ტექნოლოგიებთან კონტაქტის დამყარებას. ასევე ვარ ThechGirls გუნდის წევრი, სადაც გავიარე პროგრამირებადი დაფის Calliope mini-ს ტრენინგები.
ჩართული ვარ „ახალგაზრდები კლიმატ-ინოვაციური იდეებისთვის“ პროექტში, სადაც კლიმატ-ინოვაციურ იდეებს შევქმნით. ასევე CENN-ს პროექტშიც ვარ ჩართული სადაც ვმუშაობთ ახალგაზრდების გაძლიერებაზე.
გარდა ამისა, HARDWARE StartUP ინკუბატორის ტრენინგების ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა (მე, ნინო სვიმონიშვილი, ალექსანდრე გაგანაშვილი, გიორგი ომარაშვილი) შევქმენით პროტოტიპი ,, Agromachine”, რომელიც ატარებს ნიადაგის ანალიზს.
ის არის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი საჭირო ხელსაწყო. ის ფერმერებს გაუმარტივებს მათთვის სასურველი ნიადაგის ანალიზის სწრაფად და ბიუჯეტურად ჩატარებას”,– განუცხადა knews.ge-ს მარიამ სვიმონიშვილმა.