ველისციხის ახალი სიცოცხლე – რა შედეგებს მოუტანს რეგიონს ისტორიული რეაბილიტაცია
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დღევანდელი გადაცემის თემაა სოფელ ველისციხის ახალი სიცოცხლე. ველისციხე უახლოეს მომავალში ერთ–ერთი მიმზიდველი ტურისტული ცენტრი გახდება ვიზიტორებისთვის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე რეგიონში პირველი სოფელია, რომელსაც მასშტაბური რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური ფონდის მიერ ხორციელდება.
ველისციხეში, ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქუჩაზე, სადაც განთავსებულია ისტორიული სახლები, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის და უძველესი მარნები. მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით თუ როგორი სახე უნდა მიიღოს რეაბილიტირებულმა სოფელმა რა მოლოდინები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ჩვენს გადაცემაში მოისმენთ.