დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო, სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ თვალიაშვილმა მიიღო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, წამყვან მასწავლებელს თამარ თვალიაშვილს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დასახელებული კანდიდატურა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა განიხილეს. თამარ თვალიაშვილს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და სიგელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მერის მოადგილემ ლერი გელენავამ და რესურსცენტრის დირექტორმა დალი მინდიაშვილმა გადასცეს.
დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოს ის პედაგოგები იღებენ, რომლებსაც აქვთ პროფესიული მიღწევები, არიან აქტიურები და წარმატებულები საკუთარ საქმიანობაში. 2019 წელს, აღნიშნული ჯილდო ქალაქ გურჯაანის მესამე საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ნათელა ყაჭიაშვილმა მიიღო.