შსს- „ჭკვიანი კამერები” უცხოურ ნომრებს აღიქვამს, მაგრამ ჯარიმა უნდა გაიზავნოს საცხოვრებელ მისამართზე, რაც აღსრულების სირთულეს ქმნის
„ჭკვიანი კამერები” უცხოურ ნომრებს აღიქვამს, მაგრამ ჯარიმა უნდა გაიზავნოს საცხოვრებელ მისამართზე, რაც აღსრულების სირთულეს ქმნის – ვმუშაობთ, რომ ეს დარეგულირდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ კამერები სანომრე ნიშნებს ვერ აფიქსირებენ, თუმცა, საჭიროა აღსრულების მექანიზმების დახვეწა, რაზეც მუშაობენ.
“ჭკვიანი კამერები” ამ ნომრებს აღიქვამს და ხდება ფიქსირება, დაჯარიმება, თუმცა, არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რადგან როცა ვიდეო ჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, მოგეხსენებათ, ჯარიმა უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს სირთულეს ქმნის და ვმუშაობთ, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი და მოხდეს ეფექტური აღსრულება,”- განაცხადა დარახველიძემ.