გაიცანით ნინო სიდამონიძე – კერამიკოსი ქალი თელავიდან
ნინო სიდამონიძე დაიბადა ქალაქ თელავში, დაამთავრა მე- 4 საჯარო სკოლა და სწავლა გააგრძელა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.
ნინო კერამიკის ნივთების გაკეთებით წლებია დაინეტერსებულია. გარდა ამისა, პარალელურად მუშაობს ქალაქ თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად კი მაინც ახერხებს დრო საყვარელ საქმეს დაუთმოს. მისი თქმით, თავდაპირველად ხატავდა, შემდეგ დაინტერესდა დიზაინით. ამჟამად კი ცდილობს ძალები ქართულ კერამიკაში მოსინჯოს. ის სხვადასხვა სახის ნაკეთობებს ქმნის.
,,ყველა ნივთს დიდი სიყვარულით ვქმნი. გულით მინდა რომ ჩემმა შექმნილმა ნივთებმა მომხმარებლის გულები მოიგოს. თვითონ მოვიპოვებ თიხას, ვამუშავებ და ვამზადებ სამკაულებს. ასევე თიხისაგან ვქმნი ნივთებს”,– აცხადებს ნინო.
ვრცლად იხილეთ მასალა: https://womenroomsingeorgia.blogspot.com/2022/08/