1 იანვრიდან დღემდე „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 213 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით (დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი 112 იურიდიული და 32 ფიზიკური პირის მხრიდან გამოვლინდა.
ცნობისთვის, 2021 წელს „ხმაურის შესახებ კანონის“ დარღვევის 170 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 26 ფიზიკური, 85 კი იურიდიული პირი იყო.
ინფორმაციისთვის, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების პირველად გადამეტება ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას იწვევს, ხოლო ამავე სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა ფიზიკური პირის – 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.