ახალი ამბები

მთვრალაშვილი: 10 დღეში საწვავი დამატებით 10-15 თეთრით გაიაფდება

გლობალური სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ დაახლოებით 10 დღეში, საწვავის ფასები 10-15 თეთრით შემცირდება.

როგორც მთვრალაშვილმა განაცხადა, საწვავის გაიაფების მოლოდინი ნავთობის ფასის კლებასა და ლარის კურსის სტაბილურობას უკავშირდება.

“უნდა ველოდოთ საწვავის გაიაფებას. ნავთობის ფასები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და აღნიშნულს თან ერთვის ლარის სტაბილური კურსიც. ამასთან, გაიაფებული დიზელისა და ბენზინის საბითუმო ფასებიც და ესეც ფასების კორექციის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მაგალითად, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება საბითუმო ბაზარზე დღეს დაახლოებით 2.70 ლარი, ხოლო 1 ლიტრი დიზელის – 3.30 ლარია. ამ ყველაფრის შედეგად, მიმდინარე თვეში საწვავის დაახლოებით 10-20 თეთრით უკვე გაიაფდა, ხოლო დღეს არსებული ნავთობის საერთაშორისო ფასების პირობებში, უახლოეს 10 დღეში საწვავი კიდევ, დამატებით 10-15 თეთრით გაიაფდება”,- ამბობს ვანო მთვრალაშვილი.