რუსებს, რომელთაც პუტინის ომში ბრძოლა არ სურთ, თეთრი სახლი აშშ-ში თავშესაფარს სთავაზობს
“რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა პუტინის ომში, მათ შეუძლიათ, მიმართონ შეერთებულ შტატებს, მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. ინფორმაციას ,,რუსთავი 2 ” ავრცელებს.
კარინ ჟან პიერის თქმით, ამერიკაში თავშესაფრის მიღების მსურველი რუსეთის მოქალაქეების განაცხადები ინდივიდუალურად განიხილება.
“რასაც ახლა ვლადიმერ პუტინის მხრიდან ვხედავთ, არ არის ძალა, ეს პრეზიდენტის სისუსტეზე მიუთითებს,” – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.