2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ უარი თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე 432 პირს უთხრა
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ უარი თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე 432 პირს უთხრა.
როგორც შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 6 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით ლიდერი ირანის მოქალაქეები არიან. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველომ თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ირანის 147 მოქალაქეს უთხრა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველომ ყველაზე მეტჯერ თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს უთხრა:
ირანი -147
იორდანია- 52
თურქეთი – 40
ეგვიპტე – 38
რუსეთი – 23
ერაყი – 26
2021 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს საქართველომ უარი თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე 426 პირს უთხრა, 2020 წელს კი 351 პირს.