COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
COVID-19-ით ინფიცირებულებთან კონტაქტირებული პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან.
შესაბამისი დადგენილება მთავრობამ გამოსცა და ის საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
,,კონტაქტირებულ პირებს მთავრობა აძლევს მკაცრ რეკომენდაციას ნიღბის ტარების შესახებ, 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე კონტაქტირებული პირი არ ექვემდებარება იზოლაციას, ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში;
კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში“, – ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.