ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 5.5 ათასი ავტომობილი ელოდება – რუსული მედია

ჩრდილო ოსეთში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მოლოდინში 5.5 ათასი ავტომობილია, მათ შორის 3.6 მსუბუქი ავტომობილია. განახლებულ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრნობით ავრცელებს.

„რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3 600 მსუბუქი ავტომობილი, საზღვარზე გადასვლას ელის. ამავე დროს მოლოდინის რეჟიმში 1 900 სატვირთო ავტომობილია, აქედან 600 საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეა“, – წერს სააგენტო.

რეგიონის შს სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირების გასვლით სხდომაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამწვევი სამობილიზაციო პუნქტის მოწყობის შესახებ. ასევე გამშვებ პუნქტზე არსებული რიგების გამო საქართველოში შესვლის მსურველები, საზღვარზე გადასვლას მანქანის გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალებებითაც შეძლებენ.