სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ ლუკა უგრეხელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, ლუკა უგრეხელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ახალგაზრდას მეგობრებიდ თქმით, ლუკას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მათი თქმით, მან ავტოავარიისას თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო და 7 თვეა, რაც კომაშია.
ლუკას 5 ურთულესი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, რასაც ოჯახმა საკუთარი ძალებით გაართვა თავი. ახლა კი მას კიდევ 2 ოპერაცია ესაჭიროება – სუბდურული ჰემატომის მოცილება და ქალას ძვლის პლასტიკა, რისთვისაც 120 000 ლარია საჭირო.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE16BG0000000161319379
მიმღები: ნაზი ხვედელიძე (ლუკას დედა)
დანიშნულება: ლუკასთვის.