წინანდლის მამულში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
წინანდლის ისტორიულ მამულში საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, თვითმმართველობების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტიდან 51 კურსდამთავრებული ოქროს და 11 კი ვერცხლისმედლის მედლის მფლობელია.
სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.
ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა.