ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ
პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. 13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს.
IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ახლა უკვე ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმაირისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. და მაინც როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია და კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ. ექსპერტთა თმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად, არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელოვნებას.
„ჩვენ ვაწარმოებთ სტრუქტურულ, მკაცრ ღვინის ტესტირების პროცესს. ჩვენი შეფასების სესიების ფორმატი იძლევა ჯგუფური დისკუსიის საშუალებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭირვალობას გადაწყვეტლების მთავარი მიმღებლებისათვის, რომლებიც იღებენ სრულ ინფორმაციას ღვინის შესახებ. იმისათვის, რომ ღვინო სწორედ იქნეს მიწოდებული აუდიტორიისთის, ხდება IWSC-ში შემავალი ყველა ღვინის მწარმოებლის დეტალების გაცნობა. მათ შორის მარკეტინგული ინფორმაცია, როგორიცაა შიდა, გარე და საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები. ტესტირებისას, ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ღვინო წინასწარ ისხმევა დანომრილ ჭიქებში, თითოეული დაგემოვნების სესიის შემდეგ, შეფასებული ღვინო გადაეცემა ყველა ჟიურის წევრს, რომლებიც დამატებით კომენტარს აკეთებენ არსებულ ღვინოზე. ექსპერტების შესახებ დეტალებს, რომლებმაც ღვინო შეაფასეს კონკურსანტები ღონისძიების ბოლოს იღებენ,“ – ასეთია ღვინის შეფასების ინსტრუქცია და დეტალები, რომელსაც IWSC კონკურსანტებს სთავაზობს.
კონკურსზე შეფასება 100 ქულიანი სისტემით ხდება, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჯილდოები ნაწილდება. ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ. და მაინც როგორია, IWSC-ის ღვინის შეფასების სისტემა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრეტენდენეტი ქართული ღვინოები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
ოქრო (95-100)
დიდებული ღვინო არაჩვეულებრივი ხასიათითა და სირთულით, რომელიც მოდის მისი ისტორიული ფესვებიდან. სამაგალითო ღვინო, რომელიც უმაღლეს გამოცდილებას შესძენს დამგემოვნებელს
ვერცხლი (90-94)
დასრულებული, კარგად შესრულებული ღვინო მნიშვნელოვანი ხასიათით. მისი სტილისა და ნაირსახეობის კლასიკური მაგალითი.
ბრინჯაო (85-89)
კარგად გაკეთებული ღვინო, რომელიც დამგემოვნებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს
კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან, ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
“საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შეეძლებათ წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი,“- აღნიშნავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.
ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციისა და განცხადებების მიღების ბოლო თარიღია 7 ოქტომბერი.