თელავში, ალაზნის გამზირზე, გადაადგილება შეზღუდულია
თელავში, ალაზნის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა ალაზნის გამზირის მარჯვენა (ჩამსვლელი) ზოლზე, ხოლო 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კი ალაზნის გამზირის მარცხენა (ამომსვლელი) ზოლზე.
უწყების ინფორმაციით, ცვლილება შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც. #2 ავტობუსი ალაზნის გამზირის მარჯვენა ზოლის ნაცვლად, გადაადგილდება კავკასიონის ქუჩიდან რაგბის სტადიონამდე, შემდეგ კი სეხნიაშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებს ალაზნის გამზირის მარცხენა ზოლში.