აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა – pmcg
2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, – ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა.
„2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.6 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის კი – 2.9 ათასს. 2022 წლის მარტი-აგვისტოს განმავლობაში კი რუსეთიდან დაახლოებით 228 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი უკრაინელებისა და ბელორუსებისთვის 37 და 29 ათასი იყო. ამ პერიოდში სხვაობა (ანუ მეტი შემოსვლა, ვიდრე გასვლა) განსაკუთრებით მაღალი იყო რუსებისთვის, რომელსაც მოსდევდა უკრაინა და ბელარუსი,“- ნათქვამია კვლევაში.