ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის მუზეუმში მხატვარ- დაიზაინერ ნინო მრელაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, ვიზუალური მხატვარ-დიზაინერის ნინო მრელაშვილის გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის სახელია “ოტ კუტური იბერიიდან”. აღნიშნული კოლექცია დამზადდა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის “მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის, მათ შორის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა” გამარჯვებული პროექტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ გამოფენა გაგრძელდება 29 სექტემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ knews.ge-ის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი.