ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სხვა რეგიონიდან სოფელში სტუმრად მყოფი, 5 წლის ბიჭი, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.