სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მალხაზ ჩივიაშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებული დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის თაობაზე და განმარტა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 10დან -15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ არაშენდაში 13 აგვისტოს, ღამით მოხდა. ბრალდებულმა მეზობელი, 47 წლის ლევან იაგანაშვილი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.