ახალი ამბები

სოფელ იყალთოში, ხანძრისგან დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, ფულის შეგროვება დაიწყეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ხანძრისგან დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, ადგილობრივებმა თანხის შეგროვება დაიწყეს.

ხანძარმა ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი სრულად გაანადგურა.

,,სოფელ იყალთოში ძალიან კეთილ ხალხს დაეწვა საცხოვრებელი სახლი. მიზეზი უცნობია. ოჯახს ფაქტობრივად სახლი აღარ აქვთ. ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია. იქნებ ერთად დგომით ამ სახლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება თუ არა, მოვახერხოთ რომ ბავშვებისთვის მაინც გავხადოთ უსაფრთხო”,
– აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
ოჯახის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე:

#GE84BG0000000537453309
საქართველოს ბანკი
მიმღები: ოჯახის წევრი, გელა მრელაშვილი.