ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მაიმუნის ყვავილისთვის” სახელის გადარქმევას გეგმავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “მაიმუნის ყვავილისთვის” სახელის გადარქმევას გეგმავს – abcnews – ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებაში შეშფოთებები გაჩნდა, რომ შეიძლება ეს სახელი დამამცირებელი ან რასისტული ყოფილიყო.
ორგანიზაცია საზოგადოებასაც მიმართავს, რომ შესთავაზონ ვერსიები ვირუსის სახელისთვის.
ცნობისთვის, მაიმუნის ჩუტყვავილას სახელი პირველად 1958 წელს დაარქვეს, როდესაც დანიაში მაიმუნებს “ყვავილის მსგავსი” დაავადება აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის “მაიმუნის ყვავილის” 31000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, უმრავლესობა აფრიკის გარეთ