ლაგოდეხში, მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი გაიხსნა- ფოტოები
ლაგოდეხში, ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი, საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სახელმწიფო ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,დასასვენებელ სკვერს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა; მოეწყო, საბავშვო ატრაქციონების სივრცე, შადრევანი. დამონტაჟდა სკამები, გარე განათებები, სანაგვე ურნები და ახალი, დეკორატიული ლითონის ღობე. რეაბილიტირდა ასევე, სკვერის მიმდებარე, სპორტული მოედანი; დაიგო მულტიფუნქციური საფარი; დამონტაჟდა, ახალი, კალათბურთის ფარები; მოეწყო ტრიბუნა; დეკორატიული ფილით გაფორმდა სავალი ბილიკები, კეთილმოეწყო, სანიაღვრე არხი. სკვერში არსებული, ჯიმი მაისურაძის მემორიალი, მოპირკეთდა ბაზალტის დეკორატიული ფილით.
ეს არის, ჩვენს ქალაქში, ახალი, თანამედროვე, რეკრეაციული სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასასვენებელ გარემოს შეუქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მუნიციპალიტეტში ჩამოსულ სტუმარს”,– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა.
პროექტი, საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 723984,22 ლარს შეადგენს.