რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდული საბჭოების მუშაობა რეგიონებში
გადაცემაში ,,ღია სტუდია” ვსაუბრობთ თემაზე რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდული საბჭოების მუშაობა რეგიონებში. რა როლი აქვს ახალგაზრდულ სათათბიროებს და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ საკუთარ თემში.
გადაცემის სტუმრები არიან:
განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს ეკო–ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე მიშიკო კლდიაშვილი და თელავის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ოქროცვარიძე.
ეს მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,მედია ცენტრი კახეთი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.