ახალი ამბები

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავში ღონისძიებები გაიმართება

12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 18:00 საათიდან, მეფე ერეკლე II-ის სახელობის ახალ ბაღში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა გასართობი თამაშები, მათ შორის შეჯიბრი ჭადრაკში, სამაგიდო თამაშებში, მაგიდის ჩოგბურთში, ბაგირის გადაწევასა და მკლავჭიდში.

21:00 საათზე კი ახალ ბაღში, სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე გაიმართება ფილმის ,,Wall” ჩვენება. ღონისძიების მხარდამჭერია ახალგაზრდობის სააგენტო.