ახმეტაში მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს
ქალაქ ახმეტაში, წყაროების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს.
კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა, რომლის პოპულაცია დღითიდღე მცირდება. მონადირეების მიზანს ამ ჯიშის შენარჩუნება, გამრავლება და მათი ბუნებაში გაშვება წარმოადგენს.