ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა და გზის განაპირას ბეტონს დაეჯახა.
ავტომობილში მყოფი ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაშავებულს, ამ წუთებში კატასტროფის სამედიცინო ცენტრის დახმარებით, შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ.
ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე, პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.