„ქართული ოცნების“ ლიდერები კაჭრეთში შეხვედრას მართავენ
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში შეხვედრას მართავენ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს ხვდებიან. შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე მსჯელობენ.
აღნიშნული შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართა.