არასამთავრობო ორგანიზაციას „საფარი“ წარმომადგენელი თელავშიც ეყოლება
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტებს, მედიას, სტუდენტების და ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თელავში, იურისტი მარი ზურაბაშვილი წარუდგინეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ის რამდენიმე კვირაა, რაც „საფარის“ სახელით კახეთში მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების სამართლებრივ დახმარებას მთელი რეგიონის მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ „საფარი“უკვე 20 წელზე მეტია ქალების გაძლიერებისთვის, სხვადასხვა მეთოდით იბრძვის – დაწყებული გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა უფასო იურიდიული დახმარებით, დამთავრებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიებით.