ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა
ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა.
ეს შესაძლებელი გახდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. სიახლე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 22 ივლისს გამოქვეყნდა.
,,აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა თანაბარ პირობებში სხვა კომპანიებს ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს ცენტრალური ხელისწუფლებისთვის გამართული შესყიდვების პროცესში. ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის.
გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Tenders Electronic Daily-ზე (TED) 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერების სია. ყოველდღიურად TED ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1,000-ზე მეტი ტენდერის შესახებ. ერთიანი საძიებო სისტემა საშუალებას იძლევა ბიზნესებმა შეარჩიონ ან შეიყვანონ რამდენიმე საძიებო კრიტერიუმი, როგორიცაა ხელშეკრულების ტიპი და საკვანძო სიტყვები.
გადაწყვეტილება ასევე შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ღიაა ევროკავშირის კომპანიებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე”,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.