ახალი ამბები

საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა იწყება

Safe Haven საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ისწავლიან და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

უკრაინელი გოგონები სწავლას საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებში განაგრძობენ, საქართველოს სტარტაპ კომუნაში ინტეგრირდებიან და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თავიანთი ქვეყნის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას მოახმარენ.

„ინიციატივის ირგვლიც ათამდე კერძო ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, დონორი ორგანიზაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუტი გაერთიანდა. პროექტის პარტნიორები არიან „თიბისი“, „Startup Connect“, USAID-ის ეკონომიკური მდგრადობის პროექტი უკრაინაში (USAID Economic Resilience Activity in Ukraine), ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი U.S. Market Access Center (USMAC), „აჭარა ჯგუფი“, „გაზელ ფაინენს ჯორჯია“, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში.

დღეს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში პროექტის პარტნიორი კომპანიებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

პროექტის „Safe Haven“ მხარდასაჭერად „თიბისის“ საქველმოქმედო ანგარიში შეიქმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, დონაცია განახორციელოს და ქველმოქმედების მონაწილე გახდეს.

„Safe Haven“-ის საქველმოქმედო ანგარიშის ნომრები:

ლარის ანგარიშის ნომერი: GE73TB7318736080100014 მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI

ევროს ანგარიშის ნომერი: GE53TB7318736180100002 მიმღები: NNLE TIBISELEBI,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.