ახალი ამბები

კიბეები თელავში, რომელიც ეკლესიის სასაფლაოდან აღებული ქვებით არის დამზადებული- ფოტო

ქვის კიბეები, რომელიც თელავის ერთ-ერთი სახლის ჩასასვლელშია, შესაძლებელია არ იცოდეთ, რომ ისინი საბჭოთა ხანის საინტერესო და ტრაგიკულ ისტორიას გამოხატავენ.

ისტორიკოსების თქმით, ეს დღევანდელი მონადირეთა კავშირის ადგილზე მდგარი ,,ღვთისმშობლის მიძინების” მართლმადიდებლური ეკლესიის (იგივე თეთრი ეკლესიის, პატარა ეკლესიის) გარშემო არსებული სასაფლაოდან აღებული ქვებით გაკეთებული კიბეებია.

მათი თქმით, ეკლესია 1923 წელს დაანგრიეს, მის გარშემო არსებული სასაფლაოდან აღებული საფლავის ქვებით კი კიბეები გააკეთეს.

ბოლო ფოტოებზე – ამ ეკლესიის ერთადერთი შემორჩენილი ფოტო, ასევე უკვე დანგრეული ეკლესიის ადგილზე 1930-იან წლებში გაყვანილი გზაა ასახული.