ახალი ამბები

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი კახეთს სტუმრობდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა.

„აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.