ქართული კომპანიები EU-ს ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობას შეძლებენ
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ევროკავშირის 27 ქვეყნის საჯარო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ქართულ კომპანიებს ევროკავშირის საჯარო უწყებების ტენდერებში მონაწილეობა, 22 ივლისს, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლიათ.
„ქართულ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში, ევროპულ კომპანიებთან ერთად, ევროპის 27 ქვეყანაში პროდუქცია იმ საჯარო უწყებებს მიაწოდონ, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული. ვფიქრობ, რომ ქართული ბიზნესისთვის ეს ახალი სტიმული იქნება. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ზოგადად, საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.