ახალი ამბები

1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

1 აგვისტომდე, საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.